„ნაციონალები“ არიან უსამშობლოები და მტრობენ ქართულ სახელმწიფოს - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები და მტრობენ ქართულ სახელმწიფოს.
„მინდა, ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობის“ სახე, რეალურად, სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ კარგად იცის მათი წარსულიდან, 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს. ცურვასთან და ვარჯიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ამ ღონისძიებას.
ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები, შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, თითქოს ცურვასთან და ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არ დასწრებას. აღლუმზე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო, რა შუაშია ვარჯიში. სპეკულაციაა თავისთავად ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არანაირ კავშირში არ იყო ჩემი არმისვლა. ისედაც არ ვესწრები ხოლმე. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება. სხვას რომ უსამშობლოს დაუძახებს, აქ არაფერი საინტერესო არ არის. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები და მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, ამას აკეთებენ 2004-ან 2012 წლამდე, მათ შორის, როდესაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსების ფედერაციას და ამას აგრძელებენ დღემდე. ისინი არიან უცხოელი აგენტები“, – განაცხადა კობახიძემ.