თეგებით ძიება

ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს - ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფრენებთან დაკავშირებით თავის განცხადებებში სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა.

„რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა იმ ადამიანების მხრიდან პროტესტი, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. ჩვენი მხრიდან პროტესტი არ იყო გამოხატული. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ფრენების აღდგენა და ეს იყო ჩვენი პოზიცია. როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“ . ჩვენ გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როცა ხელისუფლებაში იყო, აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი. ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს. ალბათ, მათ გულისხმობდა იმიტომ,რომ ჩვენ არ გაგვიპროტესტებია. მან თქვა, რომ გაუკვირდა მათი მხრიდან პროტესტი, ვინც ამას ითხოვდა, გააპროტესტა „ნაცმოძრაობამ“. თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე, სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსებს დაეწესებინა უვიზო მიმოსვლა. რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, სააკაშვილმა ცალმხრივად გაუუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ღია და ფარული მოლაპარაკებები, რაც მას ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, პუტინს ხელისუფლებასთან. რუსული ნაბიჯი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 20%-ის ჩაბარება. „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, ამაზე მეტი რუსული ნაბიჯი რა უნდა იყოს. ეს იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებული ქმედება“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა