თეგებით ძიება

დავუწყოთ ერთმანეთს დევნა აუზებზე და ვუღოთ საცურაო კოსტიუმებში ფოტოები - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე 26 მაისს გავრცელებულ ირაკლი კობახიძის ფოტოებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ადამიანების პირად სივრცეში შეჭრაა.

"ირაკლი კობახიძე არ არის კონსტიტუციური თანამდებობის პირებს შორის და თქვენ ავალდებულებთ, რომ იქ იჯდეს აუცილებლად, არასწორია. მაშინ დავუწყოთ ერთმანეთს დევნა აუზებზე, სხვადასხვა ადგილებში და ვუღოთ საცურაო და სავარჯიშო კოსტიუმებში ერთმანეთს ფოტოები, მაშინ არ იყოს ეს პირადი სივრცე და გავხსნათ ეს თემა," - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 26 მაისს კობახიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრო, ის აუზზე დააფიქსირეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა