თეგებით ძიება

ქობულეთში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ქობულეთში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ პირს, ალექსანდრე ახვლედიანს, დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამივე დაკავებულს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ედებათ.

გამოძიების ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, ქვეყანა დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა