თეგებით ძიება

ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპაციის შემდეგ, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება ოკუპაციის შემდეგ, ყველაფერს აკეთებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო.

​„გვაქვს ორი მოცემულობა, წინა და დღევანდელი ხელისუფლების. წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას, რაც იყო რუსეთის მხრიდან. იხვეწებოდნენ, წარმომადგენლებსაც აგზავნიდნენ, წერილებსაც აგზავნიდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპაციის შემდეგ იმისთვის რომ, რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებდნენ, რომ რუსეთთან ნორმალიზება მომხდარიყო. განცხადებებს თავი რომ დავანებოთ, საუბარი იყო იმაზე, როგორ დაელაგებინათ ურთიერთობები და ეს სხვადასხვა შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან მოხსნილიყო.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, 2019 წელს ჩვენ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ისინი უფრო მძაფრად აყენებდნენ ამ საკითხს, საკითხი დგებოდა ასე – დიახ, შეზღუდვები, სანქციები უნდა მოხსნილიყო, ფრენებზე შეზღუდვები გაუქმებულიყო და ა.შ. სხვა, გარდა ღია განცხადებებისა რაიმე საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არასაჯაროდ კომუნიკაცია არ დგება ხოლმე, ერთადერთი ფორმატია კომუნიკაციის და ეს იცით, ბატონი აბაშიძე ამ საკითხს ძალიან წარმატებით ართმევს თავს, სხვა კომუნიკაციის არხი, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები იგონებენ ხოლმე, არ არსებობს. რაც მოგისმენიათ, იმის იქით არაფერი ხდება.

მაგრამ, ასევე, რაც მოგისმენიათ, ის ხდებოდა წინა ხელისუფლების შემთხვევაში, როგორ იხვეწებოდნენ ისინი უთავმოყვარეოდ. ფორმა იყო ამის განსაკუთრებით ცუდი. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სულ რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპანტის მიერ აღიარების უკან წაღებაზე იყოს საუბარი და რუსეთის პრეზიდენტმა თქვას, რომ ეს საკითხი დადგაო, ესენი მაინც შეთქმულების თეორიას და უკანა ხვრელებიდან საკითხის დაყენებას დააყენებენ დღის წესრიგში. ამას მოიგონებენ, ამით გადაფარავენ ამ ყველაფერს. არადა, საქართველოს გზა ერთია – პრაგმატული, სწორი, ეროვნული პოლიტიკით ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც შეიძლება ახლოს არ იყოს, მაგრამ სამომავლო საკითხი-საქართველოს ტერიტორიის ერთიანობა, დეოკუპაციაა და ეს მთავარი ეროვნული ინტერესია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა