თეგებით ძიება

„ვითხოვთ სუფთა ჰაერს!" - ფოთში, მესამე დღეა, ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები მესამე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება და ღია ვაგონებში იტვირთება, მტვერი ჰაერში იფანტება, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია.

"უკვე 6 თუ 7 ონკოპაციენტი გვყავს, ვითხოვთ სუფთა ჰაერს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ისინი ხელისუფლებისგან უსაფრთხო ადგილას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ან ფულად კომპენსაციას ითხოვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა