თეგებით ძიება

სიცხე, წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება?

უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

დღეს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, კი 27-დან 33 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა 31 გრადუსი იქნება.

„დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 25-30 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 27-32 გრადუსის ფარგლებში. მომდევნო დღეებში, ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ნავარაუდევია ასევე სეტყვამომდევნო დღეებში ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ნავარაუდევია ასევე სეტყვა“, - განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა