რუსთავში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა
რუსთავში, ცურტაველის ქუჩაზე “ტოიოტა”-ს მარკის ავტომობილი, ველოსიპედით მოძრავ 10 წლამდე ბავშვს დაეჯახა. თვითმხილველების თმქმით, ბავშვმა ველოსიპედით მანქანას გადაურბინა, რა დროსაც მოხდა შეჯახება.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო სამსახურები იყო მობილიზებული.
ბავშვი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკა რუსთავში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისას სტაბილური იყო, პაციენტს ჰქონდა თავის ტრავმა, კეროვანი დაზიანებები, ძირითადად აღენიშნებოდა სახის ძვლების მოტეხილობა, ოპერაციული ჩარევის აუცილებლობის გამო, შესაბამის, კლინიკაში იქნა გადაყვანილი.