37 ფრთოსანი რაკეტა და 29 უპილოტო საფრენი აპარატი გავანადგურეთ - ოფიციალური კიევი
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ ნასროლი 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის საჰაერო ძალები ავრცელებს.
კრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა აამოქმედეს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საზენიტო სისტემებმა რუსული რაკეტები გაანეიტრალეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.