აგარაში 80 წლის კაცი ველოსიპედიდან გადავარდა და გარდაიცვალა
ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა, აგარაში უბედურ შემთხვევას 80 წლის კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს.
მათი ცნობით, იგი ველოსიპედიდან გადავარდა, რის შედეგადაც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
"თვითმხილველის ინფორმაციით, მამაკაცს მიუსაფარი ძაღლები გამოეკიდნენ, რის გამოც, ის ველოსიპედიდან გადმოვარდა, რუში ჩავარდა და გარდაიცვალა“, - წერს სააგენტო.