თეგებით ძიება

ვაკეში, სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა, სასმელების მაღაზია კიდევ ერთხელ გაქურდეს - რა ინფორმაცია ვრცელდება?

თბილისში, ვაკეში სასმელების მაღაზია "პრემიერ ალკო" გაქურდეს, როგორც ცნობილია, სალაროდან წაღებულია 600 ლარი.

როგორც მაღაზიის მფლობელი ამბობს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა არასრულწლოვნები ამ ობიექტს ძარცვავენ, თუმცა პოლიცია ფაქტზე ვერ რეაგირებს.

"პრემიერ ალკოს შოურუმი ამ მისამართზე უკვე მეორედ გაძარცვეს, ეს არის არასრულწლოვანთა დაჯგუფება, სავარაუდოდ, 11-12 წლის ბავშვები არიან. სხვადასხვა ჯგუფია, ვინც წინაზე გაძარცვა ისინი არ არიან, ესენი სხვები არიან, თუმცა არის ერთი დაჯგუფება, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ობიექტს ძარცვავენ, გამოძიება ამაზე არასდროს რეაგირებს. ადგილზე მოდიან, გამოიკითხავენ ამბავს, მაგრამ თავადაც მეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მეტს ვერაფერს ვაკეთებთ", - თქვა თინათინ დიდავამ.

მომხდარზე გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს, სავარაუდო დამნაშავეები ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა