მადლობა მამას, დედას, ჩემს ძმასა და დას, ეს თასი მათთვისაა - გიორგი მიქაუტაძის პირველი კომენტარი საუკეთესოდ დასახელების შემდეგ
ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონიალზე კუთვნილი საპატიო პრიზის მიღების შემდეგ გიორგიმ მადლობა "მეცსა" და ოჯახს საჯაროდ გადაუხადა.
"მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, "მეცის" სტაფსა და მწვრთნელს, რომელიც მენდობა. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც მე ამირჩიეს და ოჯახს. მადლობა მამას, დედას, ჩემს ძმასა და დას, ეს თასი მათთვისაა", - განაცხადა გიორგიმ.
შეგახსენებთ, ქართველმა თავდამსხმელმა 36 გამართულ შეხვედრაში თავი 23 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა.