თეგებით ძიება
29. 05. 2023 ვიდეო

ვინ არის 101 წლის ქალი, რომელსაც "წლის ქალის” წოდება მიანიჭეს? - VIDEO

101 წლის, ელენე აბაშიძეს რამდენიმე წლის წინ აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა "წლის ქალის” წოდება მიანიჭა. ამის შესახებ მან "დილის ლაივთან“ ისაუბრა.

"მე ვარ ელენე აბაშიძე, 101 წლის. ამერიკის ღირსების ორდენი მაქვს, მაგრამ  ჩემი ქვეყანა არ მიცნობს. ჩემმა 50-წლიანმა შრომამ გამოიწვია ის, რომ ამერიკამ დიდად დამაფასა. გადავჭერი საკითხი, რომელიც ეხებოდა წყალსაცავების საქმეს. პირველი წერილი ამერიკიდან მივიღე, როცა წლის ქალად დამასახელეს. რამდენიმე წლის წინ, ზელენსკი გამოაცხადეს წლის მამაკაცად. დღევანდელი დღის გმირი… ცხრა წლის წინ ვიყავი წლის ქალი და მასზე უფრო მეტი უპირატესობა მქონია-მეთქი, ვიფიქრე…“, - განაცხადა ელენე აბაშიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა