თეგებით ძიება
29. 05. 2023 მსოფლიო

უკრაინაში მომავალი წლიდან ნაციზმზე გამარჯვება 8 მაისს აღინიშნება

უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით მომავალი წლიდან ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ეს დღე ოფიციალური დასვენების დღე იქნება. გადაწყვეტილებას 317-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აქამდე უკრაინაში 8 მაისს ხსოვნისა და შერიგების დღე აღინიშნებოდა, ხოლო 9 მაისს - ნაციზმზე გამარჯვების დღე. მიმდინარე წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით 9 მაისს ყველა ევროპელის ერთიანობის დღე აღინიშნება, რომლებმაც ნაციზმი გაანადგურეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა