"ან დიდ კარიერას უნდა მიხედო, ან ოჯახს…“ - რას ამბობს ირმა სოხაძე? (ვიდეო)
მომღერალმა, ირმა სოხაძემ ოჯახურ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახი ისევე როგორც კარიერა კომპრომისებს მოითხოვს.
მისი თქმით, ან კარიერას უნდა მიხედოს ადამიანმა ან ოჯახს, რადგან ორივეს ერთად შეთავსება წარმოუდგენელია.
"ძალიან ბევრ გასტროლზე მითქვამს უარი, ისე რომ რეზოსთვის არც მიკითხავს. ასეა, ან ოჯახს უნდა მიხედო ან კარიერას. შემეძლო მეტისთვისაც მიმეღწია კარიერაში მაგრამ მე იმითაც კმაყოფილი ვარ რომ აქ ჩემს ქვეყანაში მიცნობენ და აქ ვუყვარვარ. ასევე მყავს საუკეთესო და საყვარელო ოჯახი, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, - ამბობს ირმა სოხაძე.