თეგებით ძიება

საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, მოუთმენლად ველოდები შემდგომ თანამშრომლობას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოცილურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მოუთმენლად ელოდება შემდგომ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გასაგრძელებლად.

„ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას. საქართველო და თურქეთი არიან ახლო მეგობრები, რომლებსაც აკავშირებთ მტკიცე მეგობრობა, რომელიც განაგრძობს განვითარებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაგრძელებლად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელ აჰმეთ იენერის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულია ხმათა 52.14 პროცენტით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა