თეგებით ძიება

შუქი 7 საათით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი.

15:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარიაულებში, დუშეთში: შამანაურის, ბაჩანას, ერეკლე II-ის, რუსთაველის, ობსერვატორიის, ზანდუკელის, ჭონქაძის, სააკაძის, ჭავჭავაძის, გურამიშვილის, თეატრის და მიმდებარე ქუჩებზე.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა