საჰაერო თავდასხმების შემდეგ, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - რა ხდება მოსკოვში? (ვიდეო)
რუსეთის დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა.
ტელეგრამარხებზე გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის თავზე, სულ მცირე, 5 საფრენი აპარატი გაანადგურეს.
"კამიკაძე დრონებით" მოსკოვსა და მის გარეუბნებში მოხდა თავდასხმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა 2 საცხოვრებელ კორპუსზეც. არსებული ინფორმაციით, ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
რუსული მედიის ცნობითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2002 წლის თებერვალში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.