თეგებით ძიება

რატომ უშვებენ ჭკვიანი ადამიანები სულელურ შეცდომებს?

კვლევის თანახმად, ადამიანები შეცდომებს, პირველ რიგში, შემდეგი მიზეზების გამო უშვებენ:

სტრესი;

აჩქარება/სულსწრაფობა;

ძალიან ბევრნაირი ინფორმაციის ფლობა;

კონკრეტულ შედეგზე ფოკუსირება;

კომფორტის ზონის გარეთ ყოფნა;

"ავტორიტეტული გავლენის" ქვეშ ყოფნა.

ყველასთვის ცნობილია, რომ თუ სტრესს განიცდით, ასეთ დროს შეცდომის დაშვება ადვილია. ამ შეცდომების შესამცირებლად გარკვეული დრო დაუთმეთ მედიტაციას, გააკეთეთ ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები, რათა უფრო ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი დღე. გახსოვდეთ, ნაკლები სტრესი უდრის ხანგრძლივ სიცოცხლეს!

ნაკლებად იჩქარეთ და მეტს გააკეთებთ.

ზოგჯერ, ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება ცხოვრებას უფრო ართულებს, ვიდრე აადვილებს. გაფილტრეთ გონებაში შემოსული ინფორმაცია და ყოველდღე ფოკუსირდით თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაზე.

ზოგჯერ ძალიან კონკრეტული შედეგების მიღება გვინდა. როდესაც საპირისპირო სიტუაცია იქმნება, ჩვენ ვნერვიულობთ და სულელურ შეცდომებს ვუშვებთ. ნუ შეშფოთდებით შედეგით და ფოკუსირდით მის სწორად მიღებაზე, თუნდაც ის არასასურველი იყოს.

მეტი განვითარებისთვის საჭიროა თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუმცა, თუ აღმოაჩენთ, რომ ამას ძალიან ხშირად აკეთებთ და არ ხართ დარწმუნებული თქვენს უნარებში, შეცდომებს აუცილებლად დაუშვებთ.

ბუნებრივია, ადამიანები უშვებენ სულელურ შეცდომებს, რომლებსაც ისინი, ჩვეულებრივ, არ დაუშვებდნენ.

ნუ დართავთ ნებას „ავტორიტეტულ მოღვაწეებს“, რომ შეგაწუხოთ. შეახსენეთ საკუთარ თავს ყველაფერი, რაც აქამდე გადალახეთ. ეს არაფერია? გახსოვდეთ, შეცდომების დაშვება ცხოვრების ნაწილია. ნუ იგვემავთ თავს, თუ აღმოაჩენთ, რომ ზოგჯერ შეცდომას უშვებთ. ეს ადამიანური თვისებაა.

ასევე ცხოვრებისეული თანმიმდევრულობისთვის აუცილებელია, რომ შეცდომის დაშვების შემდეგ აღნიშნული სუსტი ჩვევების აღმოფხვრაზე იმუშაოთ.

https://www.fearlessmotivation.com/2019/02/27/smart-people-stupid-mistakes/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა