თეგებით ძიება

"დავკარგეთ გამორჩეული ადამიანი" - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ისტორიის დოქტორი, მსოფლიო ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ლაურეტა ქაცარავა. 

"ქალბატონმა ლაურეტამ თავისი ღირსეული ცხოვრების უდიდესი ნაწილი უნივერსიტეტში გაატარა. ქუთაისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (შემდგომში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

ინსტიტუტის წარმატებით დასრულების შემდეგ ასპირანტურა გაიარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მსოფლიო ისტორიის მიმართულებით, 1992 წელს გახდა ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ლაურეტა ქაცარავა სიცოცხლის ბოლომდე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, თავდაპირველად უფროსი ლაბორანტის, შემდეგ კი უფროსი მასწავლებლის, დოცენტის და ბოლოს ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე.

ამავე დროს ქალბატონი ლაურეტა აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სხვადასხვა დროს: იყო მსოფლიოს ისტორიის კათედრის მდივანი, ფაკულტეტის საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს წევრი.

მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის ისტორია XVII-XX საუკუნეებში. ამ პერიოდის შესახებ შექმნილი მისი ნაშრომები კვალიფიციური სამეცნიერო გამოკვლევებია.

ქალბატონი ლაურეტა ყოველგვარი ადამიანური ღირსებებით შემკული, უაღრესად კეთილშობილი, თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი ერთგულებით, თანამშრომლებთან და სტუდენტებთან უაღრესად თბილი და კოლეგიალური დამოკიდებულებით დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა.

ლაურეტა ქაცარავას გარდაცვალებით უნივერსიტეტმა დაკარგა გამორჩეული თანამშრომელი“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა