თეგებით ძიება

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც გიორგის კოლეგებს შორის ვგრძნობ სამსახურში" - რას წერს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე?

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ადამიანებს, ვინც მის ოჯახს დღემდე  მხარში უდგას.

"არასოდეს  ვსაუბრობ ადამიანებთან ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე. არიან  ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ ვგრძნობ.  ჩემი ეზოს მსგავს ეზოში თბილისში ბევრი  ადამიანი ცხოვრობს. 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ.

ახლახანს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა. სხვა ეზოშიც მექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ. 

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც გიორგის კოლეგებს შორის ვგრძნობ სამსახურში", - წერს მაკა ჩიკვილაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა