"სოსო ცოცხალია, ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა" - რა დაავადებას ებრძვის სოსო ჯაჭვლიანი?
ყოფილი პარლამენტარი, დათო ლორთქიფანიძე მსახიობისა და ყოფილი დეპუტატის, სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯაჭვლიანი გარდაიცვალა, სიცრუეა.
"SOS!!!ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ...ასზე მეტი ზარი შემომივიდა, სანამ გზაში ვიყავი სოსოსთან სახლში მიმავალი. სოსო ცოცხალი ა(სურათი ამ წუთსაა გადაღებული). ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თადგომით", - წერს ლორთქიფანიძე.
split.spnews.io-ს ინფორმაციით, სოსო ჯაჭვლიანი მძიმე სენს ებრძვის.