თეგებით ძიება

"მაიმუნებს მივანდოთ მაიმუნური ცხოვრება, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს გარდამავალი კანონზომიერებები" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში ექსპერიმენტზე წერს, რომელიც მაიმუნთა ჯგუფზე ჩაატარეს.

"ერთხელ ასეთი  ექსპერიმენტი ჩაატარეს:

შეკრიბეს რამდენიმე მაიმუნი, რომლებიც წინასწარ შეისწავლეს:

მათ შორის ერთი ყველაზე გონიერი იყო, მეორე - ყველაზე მოხერხებული, მესამე - ყველაზე ღონიერი, მეოთხე - ყველაზე კომუნიკაბელური, მეხუთე - ყველაზე დიდი და ა.შ.

აინტერესებდათ, ამ ახლადშექმნილ ჯგუფში რომელი გახდებოდა ლიდერი, წინამძღოლი.

ცოტა ხანი გავიდა და ყველაფერი გაცხადდა.

იცით, რომელი გახდა?

ყველაზე ხმამაღლა რომ ყვიროდა - ის.

მაიმუნებს მივანდოთ მაიმუნური ცხოვრება, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს გარდამავალი კანონზომიერებები.

...გათენება ღიმილიანი ფიქრით სჯობს", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა