უკრაინამ 79 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა - რა ინფორმაცია ვრცელდება?
უკრაინამ 79 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადასვენება რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისიის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.