თეგებით ძიება

„ნაცმოძრაობა“ საინფორმაციო რესურსებით სერიოზულად ეწევა რუსულ საქმეს - გია ვოლსკი

ვინმეს ინტერესი თუ ემთხვევა ერთმანეთს, საოკუპაციო ძალის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი ემთხვევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საინფორმაციო რესურსებით სერიოზულად ეწევა რუსულ საქმეს.

„ვფიქრობ, „ნაცმოძრაობა“ მთელი თავისი საინფორმაციო რესურსებით სერიოზულად ეწევა რუსულ საქმეს, რადგან დღეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. იგივე რესურსი არის მობილიზებული „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციის მიერ, თავისი მედიაც ჩართული ჰყავს, როგორმე საქართველომ არ მიაღწიოს კანდიდატის წოდებას. ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. რუსეთის წინაშე რა სტრატეგიული ამოცანებიც დგას, ეწინააღმდეგება იმ სტრატეგიულ ამოცანას, რაც ჩვენ წინაშე, სახელმწიფოს წინაშე დგას. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, თუ ვინმეს ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს საოკუპაციო ძალის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი ემთხვევა“, – განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა