თეგებით ძიება

უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, უჩვენოდ გადაამტვრევენ რუსეთს ხერხემალში - ალეკო ელისაშვილი

დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, უკრაინა რუსეთს აუცილებლად დაამარხებს.

"არავის არ სჭირდება ჩვენგან ფრონტის გახსნა, არ ვიცი რა არხებს ადევნებთ თვალს ან რას კითხულობთ... დღეს დილით არაჩვეულებრივმა უკრაინელებმა რამდენიმე ათეული დრონით დაბომბეს მოსკოვი, ჯოჯოხეთური სახელმწიფოს დედაქალაქი, ვენაცვალე ყველა იმ დრონის ოპერატორს, ვინც ამ დრონებს მართავდა.

უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, უჩვენოდაც გადაამტვრევენ ცოტა ხანში ხერხემალში, მაგრამ ჩვენ სად ვიქნებით, აი ეს მაინტერესებს. ან უკრაინელებს ან დანარჩენ მსოფლიოს თვალი როგორ გავუსწოროთ? მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან. 

200 წელია რუსეთი გვჯიჯგნის და ღირსებას გვართმევს, აგერ 30 წლის წინ ტერიტორიები წაგვართვა. როგორ შეწყდება ის ფრენები? აბა კარგად გავიხსენოთ. ნახირივით რომ გამოყარეს ჩვენი ხალხი, საქონლის გადასატან თვითმფრინავში რომ შეყარეს... მაშინაც ვაპროტესტებდი ბატონო ანრი.

მაშინაც ვაპროტესტებდი ომიდან რამდენიმე თვეში სააკაშვილმა  სავიზო რეჟიმი რომ მოუხსნა რუსეთს. არ ადევნებთ თვალყურს? თვითონ რუსებს მაინც ადევნეთ თვალყური რას ლაპარაკობენ. იძირება რუსეთის საქმე, უკან-უკან მიდის. მანამდე კრემლს მოარტყეს დრონი, ახლა ორგანიზებულად დაბომბეს მოსკოვი. მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ?“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა