თეგებით ძიება

"დგება ის ნანატრი დღე, როცა ამოვიღებთ იმ სამარცხვინო ჩანაწერს კონსტიტუციიდან, რომელიც “ვითომ” ნატოსკენ მიგვაქანებს!" - კონსტანტინე მორგოშია

"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილსა და სწრაფვას, უტოპიად მიიჩნევს და უფსკრულში გადავარდნას ადარებს.

"როგორც ვვარაუდობდი, დგება ის ნანატრი დღე, როცა ქართველ ხალხს, დაუბრუნდება რეფერენდუმის უფლება და ქვეყნის უდიდესი ნაწილის ნებით, ამოვიღებთ იმ სამარცხვინო ჩანაწერს კონსტიტუციიდან, რომელიც “ვითომ” ნატოსკენ მიგვაქანებს!!! ანუ უტოპიაში და უფსკრულში!!!", - წერს მორგოშია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს-პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის დაწყების მიზეზი უკრაინის სურვილი გადხდა, ნატო-ში გაწევრიანებულიყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებაა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა