მოსკოვში, საცხოვრებელ კორპუსებს უპილოტო საფრენი აპარატები შეეჯახა (ვიდეო)
რუსეთში, მოსკოვში საცხოვრებელ კორპუსებს უპილოტო საფრენი აპარატები შეეჯახა.
როგორც სააგენტო "ბაზა" წერს, თავდასხმაში 25-მდე დრონი მონაწილეობდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ ორმა ადამიანმა მიმართა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ფართომასშტაბინი ომი დაიწყო.