"ათასი საცდური აქვს პოპალურულ ფეხბურთელს, მაინცდამიანც წიგნზე რომ არ გაამპარტავნდეს. მით უფრო ხვიჩა, რასაც ვიცნობ, არ არის მაგეების კაცი" - გიორგი კეკელიძე კავარზე
მწერალი, გიორგი კეკელიძე, რომელმაც საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნი დაწერა, სოციალურ ქსელში ხვიჩას ახასიათებს.
"დღეს, საგანგებოდ, ნახევარი საათი გამოვყავი და ორასამდე წიგნს მოვაწერე ხელი. უამრავ საოცარ წერილს ვიღებ და მადლიერი ვარ დიდად. ისიც ვიცი, არის ხალხი, ამ ამბავზე, ტრადიციულად რომ ნერვიულობენ. ორი რამ ეყოთ ამისთვის - ჩემი სახელი და წიგნის სათაური. ცხადია, გვერდიც არ წაუკითხავთ. რა განერვიულებთ თქვენი ჭირიმე, რა იცით, როგორია წიგნია. ეგებ და ფუტურისტული რამეა - ცარიელი ფურცლებია ან მარტო ბურთები ხატია ან მალევიჩის კვადრატები. ეგებ პოსტმოდერნულია და ხვიჩას პირით დელიოზი და იჰაბ ჰასანი მეტყველებენ. რეავიცი.
ნაწილობრივ ნეკროფილური და ნაწილობრივ სხვისა კეთილსა მწუხარების მესმის რომ ძალიან ძლიერ ვნებას, იმედი მაქვს – დაძლევთ.
იტალიაში უკვე სხვა ავტორების ორი წიგნი გამოვიდა კვარაზე და ჩემიც მალე გამოვა. არავის უკვირს. თამაშისას ფეხებში არ გამოედება ფურცლები, თავში კიდევ ამის მიღმაც ათასი საცდური აქვს პოპალურულ ფეხბურთელს, მაინცდამიანც წიგნზე რომ არ გაამპარტავნდეს. მით უფრო ხვიჩა, რასაც ვიცნობ, არ არის მაგეების კაცი.
ჰოდა, მიუხედავად ხანგრძლივი გამოცდილებისა, ნერვიულობის ამ სახეობას მე ვერაფრით შევეშველები, პირიქით უფრო გამომდის და კიდევ უფრო გამომივა - მალე ახალი პოეტური კრებულით შეგეხმიანებით", - წერს კეკელიძე.