ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი: არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს - ირაკლი კობახიძე
ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
"რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ელჩები იყვნენ მისული ეკონომიკის მინისტრთან, ე.წ. დემარშით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს. ამ ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან მოითხოვეს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება, რაც იყო პრინციპში ერთგვარი სიურპრიზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.