სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ლიდერებმა?
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
როგორც ცნობილია, ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.
დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. ხვალ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.