კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს - სერგეი შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, კიევი ნატოს იარაღის გამოყენებით აგრძელებს სოციალურ ობიექტებზე დარტყმებს.
"ჩვენი შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად მკაცრად რეაგირებენ უკრაინელი „ბოევიკების“ ქმედებებზე”, - თქვა მან სამხედრო დეპარტამენტში კონფერენციაზე.
ამასთან, მისივე თქმით, კიევის სამხედრო მხარდაჭერა დასავლეთიდან ვერ იმოქმედებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგზე, ის მხოლოდ აჭიანურებს საომარ მოქმედებებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.