"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შინაარსის სამძიმრის დაწერა მომიწევდა. გარდაიცვალა ქართული კულტურის უდიდესი გულშემატკივარი..." - გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ხელოვნების სასახლის გენერალუტრი დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და იაროსლავ (ლოლა) პეტროვას გარდაცვალების სესახებ იუწყება.
"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შინაარსის სამძიმრის დაწერა მომიწევდა. გარდაიცვალა ქართული კულტურის უდიდესი გულშემატკივარი, ჩვენს ქვეყანაზე და მის ხალხზე უზომოდ შეყვარებული იაროსლავ (ლოლა) პეტროვა... ცოტა ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ვინც ყველაზე მნიშვნელოვან თუ მძიმე მომენტში მხარი დამიჭირა, მენდო, გვერდში დამიდგა და საქმის კეთების საშუალება მომცა, მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი ლოლა გახლდათ! ქალბატონი ლოლა, რომელმაც ხელოვნების სასახლის გადარჩენის საქმეში თავის დროზე გადამწყვეტი როლი შეასრულა, სწორედ მისი ინიცატივით და ფინანსური თანადგომით მუზეუმში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები წამოვიწყეთ... ლოლა (იაროსლავა) პეტროვა 2011-2013 წლებში იყო აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე საქართველოში, 2013-2014 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი.. იმ წლებში დღენაიადაგ ქართულ კულტურასა თუ სიძველეების ბედზე ზრუნავდა და ფიქრობდა... ლოლა 47 წლის ასაკში უკურნებელი სენისაგან გარდაიცვალა, ის ეროვნებით უკრაინელია, მოქალაქეობით ამერიკელი, თუმცა სიცოცხლის ბოლო დღეები საქართველოში გაატარა და ბოლო სურვილის თანახმად აქვე დაიკრძალება... მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა... იმ ქვეყნისა რომელიც ლოლას თავდავიწყებით უყვარდა", - წერს კალანდია.