მარწყვი ხალხურ მედიცინაში - რას შველის ეს გემრიელი მცენარე?
ხალხურ მედიცინაში მარწყვი აქტიურად გამოიყენება. გთავაზობთ ამ კენკროვანი მცენარის რეცეპტებს.
თუ ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი და კოლიტი გაწუხებთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის უებარი წამალია.
50 გ კენკრას დაასხით 200 მლ წყალი, 2 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ.
თავის ტკივილის დროს მიირთვით რამდენიმე ცალი კენკრა - ტკივილი გაგივლით.
გამხმარ მარწყვს ადუღებული წყალი დაასხით, გააცივეთ და დალიეთ. ფოთლების ნაყენი ანგინის დროს ყელში გამოივლეთ.
უზმოზე 4-6 სუფრის კოვზი მარწყვის წვენის მიღება კარგია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.
მარწყვის ფოთლების ჩაი კარგი სისხლის გამწმენდი, სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამაწყნარებელი საშუალებაა. მას სამკურნალო ეფექტი აქვს ჰემოროის (ბუასილის), ელენთის, ღვიძლის, ქალური დაავადებების დროს. 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით მეოთხედი ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და დალიეთ.
მარწყვის ახალგამოწურული წვენი შესანიშნავია ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. წაისვით სახეზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. ალერგიულები გაფრთხილდით!
წყარო: mkurnali.ge