სოხუმის ცენტრში ოპოზიცია მიტინგს მართავს
სოხუმის ცენტრში, დრამატული თეატრის შენობასთან ოპოზიციის მიტინგი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია მთავრობის გადადგომა, ბიჭვინთის სანატორიუმის გასხვისების გაუქმება, ელექტროენერგიის ტარიფების დაწევა.
მიტინგში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს.
„აფხაზეთი არ იყიდება“, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.