„დღეს პარლამენტში ირაკლი კობახიძის სიტყვა იყო ხელოვნება პოლიტიკაში!“ - ნანა კაკაბაძე
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„დღეს პარლამენტში ირაკლი კობახიძის სიტყვა იყო ხელოვნება პოლიტიკაში!“ - წერს კაკაბაძე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი არ უწესებს რუსეთს სანქციებს, რადგან ეს იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ასევე, სანქციების დაწესება მოიტანდა საქართველოსთვის უმძიმეს ეკონომიკურ შედეგებს.