„აქ არის კოშმარი, კივილით დავანგრევ ყველაფერს“ - რამ აღაშფოთა მადონა კოიძე?
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ რესტორან “სანაპიროში” გადაცემა “სახალხო კონტროლის” წარმომადგენლები შევიდნენ.
“საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის” თავმჯდომარემ, მადონა კოიძე ადგილზე ნანახმა აღაშფოთა.
“ახლა რომ ალაგებთ, ჩემს მოსვლამდე დაგელაგებინათ, იატაკი ბინძურია, გამწოვი საშინელებაა, გაზქურა და ფანჯრები კატასტროფულად ბინძურია. აქ არის კოშმარი, ვაიმე, გასაცხელებელი კუჭმაში სად ყრია, ღმერთო, ეს რა ხდება, ერთადერთი, რაც მომწონს, მაგიდები და ჭურჭლის სტელაჟებია. აქ ისეთები ხდება, კივილით უნდა დავაგნგრიო ყველაფერი. ამას შეხედეთ, აჩმას კონდესატი აწვიმს”, – განაცხადა მადონა კოიძემ, გადაცემა “სახალხო კონტროლში” საუბრისას.
წყარო: “ინფოიმერეთი”