რუსეთმა ვალერი ზალუჟნი და ალექსანდრ სირსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ძებნილთა სიაში შეიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით ეძებენ უკრაინელ გენერალს.
გარდა ამისა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში დაამატა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი, რომელიც "კრიმინალური მუხლით" იძებნება.
ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს.