შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, მუხრანი, ახალსოფელი, ჯიღაურა, წიწამური, არაშენდა, შანკევანი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი, კოტორაანთკარი, ბიწმენდი.
10:40 საათიდან 12:15 საათამდე, სოფელ ცხვარიჭამიაში.
12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარიაულებში, დუშეთში: შამანაურის, ბაჩანას, ერეკლე II-ის, რუსთაველის, ობსერვატორიის, ზანდუკელის, ჭონქაძის, სააკაძის, ჭავჭავაძის, გურამიშვილის, თეატრის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.