თეგებით ძიება

"ოპერაცია ჩაუტარდა, შეძლებს თუ არა მკლავის გაშლას, ექიმები ვერაფერს ამბობენ... ისეთი ბიჭი დადგება, აღარასოდეს დასჭირდება ჯართის შეგროვება, რომ ძმას პური უყიდოს" - დიკა სალაყაია

პოეტი, დიკა სალაყაია პატარა საბას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას რეაბილიტაციის კურსი დასჭირდება.

"საბა პალატაშია.

ექიმს ვესაუბრეთ და მკლავის დაზიანება არც ისე მარტივია. (ჯერ შეძლებს თუ არა მკლავის გაშლას ამაზე ვერაფერს ამბობენ)

თუმცაააა….

რეაბილიტაცია დასჭირდება, რომ მკლავმა სავარაუდოდ ჩვეულ რეჟიმში შეძლოს ფუნქციონირება, ოპერაციის თახა სრულიად აუნაზღაურდება საყოველთაოდან. ჩვენ რთული და გრძელი გზისთვის ვემზადებით. სერიოზული რეაბილიტაცია და შემდგომი თერაპიაა საჭირო, რომელსაც სერიოზული რეაბილიტოლოგოს მეთვალყურეობით გაივლის და სრულიად დავუფინანსებთ ქართველი ხალხის სახელით. თუ საჭირო იქნა, თბილისში დროებით საცხოვრებელსაც ვუქირავებთ და შემდეგ მანქნას ავუყვანთ, რომ სახლიდან იაროს თერაპიებზე( კახეთში ცხოვრობს).

მადლობა ყველას თქვეეეენ. ზუსტად ერთ ღამეში 4000 ლარამდე შევაგროვეთ და ბოლომდე მივიყვანთ ყველაფერს.

საბას ისევ ექნება ძლიერი და ჯანმრთელი მკლავი. 

დამიჯერეთ ისეთი ბიჭი დადგება და იმდენს მიაღწევს, აღარასოდეს დასჭირდება ჯართის შეგროვება, რომ ძმას შოკოლადი და პური უყიდოს.

კლინიკაშიც კი მის პატარა ძმაზე დარდობს და საკუთარი ტკივილი არ ახსოვს.

ქართველი ხალხი შენთან არის და გვიყვარხარ საბაააა", - წერს დიკა სალაყაია.

ცნობისთვის, საბას დაშავების შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა