თეგებით ძიება

"ტირილი მინდა, ისეთი გაბრაზებული ვარ... ყველაფერი ძვირდება, ვეღარ ვეწევით. უფრო მეტს ვმუშაობთ, მაგრამ ისევ იმატებს ფასები" - რას წერს ქართველი დედა?

გიდი, ნუცა ცქიმანაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ემოციურ პოსტს, სადაც გაზრდილ გადასახადებზე და რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე წერს.

"რამე კარგი მინდოდა დამეწერა, მაგრამ არ არის ხალისი. პირიქით, ტირილი მინდა, ისეთი გაბრაზებული ვარ, გული მაქვს ამომჯდარი. მე და ჩემი ქმარი გიჟებივით ვმუშაობთ, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ, ბავშვებს ის ელემენტარული არ მოაკლდეთ, რაც ჩვენ, 90-იანებ გამოვლილებს გვაკლდა.

ამასობაში კი, მუშაობისგან ისე ვიღლებით ორივე, ბავშვებთან თამაშის დროს, ან წიგნის კითხვისას  ჩაგვძინებია კიდეც. 

არდადეგებს ვგეგმავდით თვითმფრინავით, ალექსის დაბადების დღეზე. მაგრამ ვერ წავალთ. იცით რატომ? ბანალური მიზეზით - გადასახადებმა მოიმატა, ყველაფერი გაძვირდა, სკოლა, ბანკის პროცენტი, კარაქი, რძე, ყველი, გაზი, წყალი, დაზღვევა და ორი წლის ნაგროვები ფული უნდა გავატანოთ ბანკსა და სკოლას.  ტანსაცმელი ყველაზე ნაკლებად მადარდებს, მეორადით გადასარევად გავდივართ იოლად და ჩემი მეგობრები მყავდნენ დიდხანს.

ყოველ დღე ყველაფერი ძვირდება, ვეღარ ვეწევით. უფრო მეტს ვმუშაობთ, მაგრამ ისევ იმატებს ფასები. ყელში გვაწვება და გვახრჩობს ღობეზე გამოდებული უდღეური შალის კაშნივით. ესემესები - "გადასახდელია ამდენი და ამდენი, xx-მდე". 

საბოლოოდ კი, ვმუშაობთ იმისთვის, რომ გადსახადები გადავიხადოთ და კვიპროსის ნაცვლად აბასთუმანშიც ვერ წავალთ, იმიტომ რომ იქ დასვენება უფრო ძვირია, ვიდრე კვიპროსზე.

გლდანის გამგეობას კი, მეოთხე წელია, კორპუსის წინ ჩვენი უსაქანელო და მოოხრებული "სკვერი" ისევ ისე ფეხებზე ჰკიდია. აქ მაინც რომ ვათამაშოთ მუშაობისგან გადაგიჟებულმა და მაინც ღარიბმა მშობლებმა ბავშვები.

ახდენილი ქართული ოცნება.

ხოდა, მესამე შვილის გაჩენას სანამ მირჩევთ, მე გირჩევთ, სამჯერ დაფიქრდეთ", - წერს ნუცა ცქიმანაური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა