თეგებით ძიება

თუშეთში ახალგაზრდა მწყემსი გარდაიცვალა

თუშეთში ახალგაზრდა მწყემსი გარდაიცვალა. 40 წლამდე ასაკის კაცი სოფელ ხისოდან მაშველებისა და ადგილობრივების დახმარებით გადმოასვენეს. გარდაცვლილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანის მკვიდრია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსი ცხვრის გადარეკვის დროს შეუძლოდ გახდა. თავდაპირველად დახმარება ადგილზე მყოფმა პირებმა აღმოუჩინეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

უამინდობის გამო, ცხედრის გადმოსასვენებლად ავიარეისი ვერ შესრულდა, ამიტომ გადმოსვენების პროცესში მაშველები ჩაერთნენ.

ცხედარი თავდაპირველად გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მოგვიანებით კი საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა