თეგებით ძიება

"ხელოვნური ინტელექტის" გამოყენებით ვისაც სურს გარდაცვლილი ადამიანების სულებთან დაკავშირება, არც კი იცის, რამხელა ჭაობში დგამს ფეხს" - ასტროლოგი

ასტროლოგი, გიორგი ლობჯანიძე "ხელოვნური ინტელექტის" დახმარებით გარდაცვლილთა სულებთან დაკავშირების საკითხს ეხმაურება და მას ჭაობში ჩაფლობას ადარებს.

"აბსოლუტურდ არაფერი არაა დასამალი და პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვთქვა ესეც არ ივარგებს, რადგან უამრავი მისვამს ამაზე კითხვას: ,,ხელოვნური ინტელექტის" გამოყენებით ვისაც სურს სხვადასხვა უკვე გასულ, ანუ გარდაცვლილი ადამიანების სულებთან დაკავშირება, არც კი იცის რამხელა ჭაობში დგამს ფეხს. ყველაფრისგან ფულის მიღება რომ სურს საზოგადოებას, სამწუხაროდ, უკვე გაუცნობიერებლად შეიძლება გადაუხვიოს გზას და მსგავსი ფაქტით ჩადგეს შავი ძალების მსახურებისკენ. 

და კიდევ: ეს არანაირად არაა რეალური საუბარი. რეალური კონტაქტის დამყარება ადამიანს ისევ სულიერი სიმშვიდით და სწორი ღვთიური ცხოვრებით შეუძლია სხვა ადამიანის სულთან. ციფრული ,,ღმერთის" შექმნა სურს ბევრს, მაგრამ შედეგი სავალალო იქნება.

რაც შეეხება მსგავსი მდაბიო გადაცემის ავტორებს: რომელი ერთი დავასახელო ,,ღამის პრაიმ ტაიმით დაწყებული" მათნაირებით დამთავრებული ეწევიან იმდენად მავნებლურ პროექტებს, რომ აზომბირებენ ბოლომდე ერს. ახლა პროგრამულ მაგიაზე გადადიან, როგორც ჩანს ... ხალხო, მართლა როგორ ბნელა ხალხო? რატომ მიდიხართ ეგეთ ეთერებში? ნეტა მე რომ მეუბნებიან რატომ არ ვჯდები ყველა ეთერში? ნუ იქნებით მიკროფონის მონები და თქვით, არა!  ეს ხალხი მუშაობს თქვენზე და თქვენი ნახვებიდან იღებენ თანხებს. ამიტომ, თუ მიხვალთ ან ისაუბრეთ სიმართლე და მშვიდობიანად დააფიქსირეთ აზრი, ოღონდ სიმართლე! ან არა და თუ არ წახვალთ და არც მიაქცევთ ყურადღებას გაანულებთ მათ და ამით დაიხურებიან კიდეც. 

მე არ ვარ ვინმეს მტერი, მტრობა არ მიმაჩნია იდეალურ გამოსავლად. შესაბამისად, ჩემი გულითადი რჩევა იქნება ყველა ასეთი გაერთიანების ან ჯგუფის, ან ადამიანისადმი, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური პროგრესი გამოიყენონ რეალური სასიკეთო პლაცდარმის შექმნისა და მსახურებისთვის ან შეეშვან. მათი, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი სამყაროსთვის იქნება ეს დამაზიანებელი და ამიტომ, ხოლო რომ არ მსურს შეცდნენ გულიც შემტკივა მათზე და ეს მასაუბრებს",- წერს ასტროლოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა