ომის პარტიამ ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები გამოაგორა - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრის "უწყინარ და ლოგიკურ" განცხადებებს "აბსურდული" და "გაუგებარი" კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
"გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე მათ ვურჩევდი, მომავალში ნაკლებად გააშიშვლონ ხოლმე საკუთარი აგენტები. გამოაგორეს ძველი ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები. ლორა თორნტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს. ანუ ყველა გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველა გამოიყვანეს სცენაზე და ალაპარაკეს სრული აბსურდი იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა", - თქვა კობახიძემ.