თეგებით ძიება

2008 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2008 წელს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება“, რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა.

"2008 წელს არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა საქართველოში ომი, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნება“. რუსეთი პრობლემაა და ამ პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა. უსაფრთხოების დაცვა გვჭირდება არა უწყინარი ქვეყნებისგან, არამედ პრობლემური მეზობლებისგან“, - განაცხადა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა