ქართველ ე.წ კანონიერ ქურდს კობა "კრასნოდარსკის "ტიტული“ ჩამოართვეს
ქართველ "კანონიერ ქურდს“, კობა ძიძიშვილს მეტსახელად "კრასნოდარსკის“ ციხეში სცემს და „ტიტული“ ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაცის prime crime ავრცელებს.
ცნობისთვის, კობა ძიძიშვილი 1972 წელს საქართველოში დაიბადა. თავისი კრიმინალური კარიერის განმავლობაში იგი ცდილობდა ე.წ. ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი ყოფილიყო.
გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, მან "კანონიერი ქურდის" "გვირგვინის" მოპოვება ჯერ კიდევ 1997 წელს სცადა, თუმცა მას მაშინ უარი ძლიერი ნარკოდამოკიდებულების გამო ეთქვა. უფრო გვიან კოლონიაში სასჯელის მოხდის დროს მან დაწერა განცხადება შრომითი მოწყობის შესახებ, რაც ქურდული კანონების მიხედვით მას სამუდამოდ უკეტავდა გზას "კანონიერი ქურდის" სტატუსის მიღებისაკენ.
ძიძიშვილის "კანონიერი ქურდის" სტატუსი საბოლოო ჯამში მხოლოდ 2013 წლის 25 მარტს დამტკიცდა.