თეგებით ძიება
31. 05. 2023 მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომი გადამწყვეტი მომენტია ევროპისთვის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინაში მიმდინარე ომი გადამწყვეტი მომენტია ევროპისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

„ეს არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება და მისი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნება, მიიღოს ევროკავშირის ღირებულებები. ამით ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის“, -აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა