რას შველის დაფნის ფოთოლი? - რეცეპტი ხალხური მედიცინიდან
ხალხური მედიცინა დაფნის ფოთოლს ოდითგან იყენებს, როგორც უნიკალურ სამკურნალო საშუალებას.
ჩვენ დროში დაფნის ფოთლებს ძირითადად კულინარიაში იყენებენ ამა თუ იმ კერძის გემოვნებითი თვისებების გასაუმჯობესებლად. სამკურნალოდ ის ნაკლებად გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დაავადების მეტად ეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა.
თურმე დაფნის სურნელი განსაკუთრებით კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასუნთქ სისტემაზე, ჰაერგამტარ გზებს ათავისუფლებს ლორწოსა და ნახველისაგან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პრობლემას უქმნის სუნთქვას.
სუნთქვის გაუმჯობესებისათვის ოთახის ჰაერი დაფნის ეთერზეთით უნდა გაამდიდროთ, ამისათვის შეგიძლიათ დაწვათ დაფნის ფოთლები ან ოთახის ტემპერატურის წყალში მოათავსოთ ისინი რამდენადმე დაჩეჩქვილ-დამტვრეული სახით. რამდენიმე წუთში აუცილებლად იგრძნობთ სუნთქვის გაუმჯობესებას.
რესპირატორული პრობლემების შესამსუბუქებლად, ალერგიისა და ასთმისაგან თავდასაღწევად რეკომენდებულია დაფნის ნახარშის კომპრესები. ამისათვის ერთ ლიტრ წყალში უნდა ჩაუშვათ 7-10 დაფნის ფოთოლი, წამოადუღოთ, გააციოთ და მიღებული ნახარში გულ-მკერდის არეში კომპრესისათვის გამოიყენოთ.
წყარო: mkurnali.ge