თეგებით ძიება

"მკვდარს ეცვა ფეხსაცმელი, გახადაო და თბილისში გამოიგზავნა მეორადებში გასაყიდად!..." - რა ქნა ქართველმა ემიგრანტმა, რომლის "ბებო" გარდაიცვალა?

"ათასნაირ უცნაურიბას მოისმენ, მაგრამ ეს ნამეტანია!

ერთ ქართველ ქალბატონს "ბებო" (პაციენტი) მოუკვდა, მეტსახელად "შანელა". მიხვდით ალბათ რატომ, "შანელა"- "შანელის" გარდა ბრენდს არ სცნობდა.....

    მოკლედ, შვილებმა გადაწყვიტეს, რომ ეს წლების განმავლობაში მოდიდან გადასული შანელები გადაეყარათ, რაზედაც მომვლელმა მოკრძალებულად უთხრა: 

- მე წავიღებო! რა თქმა უნდა, დათანხმდნენ!

მოკლედ, ჩვეულებრივ ამბად გავატარებდი, რომ არა ამ ამბის ერთი უცნაურობა:

    მკვდარს ფეხზე 1 დღე ეცვა ფეხსაცმელი: შვილს არ მოეწონა, გახადაო და ეს ფეხსაცმელიც კი თბილისში გამოიგზავნა მეორადებში გასაყიდად!......

   დამბურძგლა: - "ზარა" არ სჯობია ამ მეორადის "შანელებს" ვითომ?!...", - წერს ხუროშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა