თეგებით ძიება

ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური მოკლეს - ვინ არის გარდაცვლილი მამაკაცი?

 ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ქართველი მეზღვაური მოკლეს. როგორც "მთავარი არხი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, მოკლული 31 წლის ილია კახაბერიძე არის. ის გემის ინჟინერი იყო.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი 30 მაისს, რიოს ცენტრში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. სასტუმროს თანამშრომელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ნახეს კამერების ჩანაწერებიც, სადაც ჩანდა სავარაუდო დამნაშავე.

ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. მედია წერს, რომ მას თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა